AgentDesk

AgentDesk: განცხადების კოპირება ერთი კლიკით და გუნდის საერთო სია

AgentDesk: განცხადების კოპირება ერთი კლიკით და გუნდის საერთო სია

🕒 7 წუთი საკითხავი

უძრავი ქონების აგენტს ყოველდღე უწევს დიდი მოცულობის ინფორმაციის ხელით შევსება და სხვადასხვა ვებგვერდზე ატვირთვა, ცხრილში გადატანა და, შესაძლოა, სოციალურ ქსელებში გაზიარებაც. თუ ამ ყველაფერს ხელით აკეთებთ, ძალიან ბევრ დროს კარგავთ. AgentDesk-ი ამ საქმეს სრულიად გაგიმარტივებთ: ერთი დაწკაპუნებით გადაიტანეთ მთლიანი განცხადება - ტექსტი, ფოტოები და აღწერა.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 რა არის AgentDesk-ი

AgentDesk-ი Google Chrome-ის გაფართოებაა. როდესაც myhome.ge-ზე ან ss.ge-ზე განცხადებას გახსნით, გვერდით, განცხადების ავტორის ზემოთ ბარათი გამოჩნდება. ერთი დაწკაპუნებით დააკოპირებთ ტექსტს, ფოტოებსა და ბინის მახასიათებლებს. ეს ინფორმაცია თქვენს AgentDesk-ის დეშბორდზე შეინახება. იქიდან მისი გაგზავნა Google Sheets-ში, Excel-სა და Telegram-ში შეგეძლებათ.

✅ მთელი განცხადება ერთი კლიკით: ტექსტი, ფოტოები, მახასიათებლები
✅ ფოტოებზე დატანილი ლოგოები ავტომატურად იშლება
✅ ფასის შეცვლა კოპირებისას
✅ გუნდის საერთო სია, ჯგუფები და როლები

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 ვისთვის არის

👤 მარტო მუშაობთ? „სოლო“ ტარიფი თქვენთვისაა.
👥 თუ სააგენტოში რამდენიმე აგენტია, „სააგენტო“ ტარიფით ყველა ერთ სივრცეში იმუშავებთ და თითოეულს თავისი როლი ექნება.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 როგორ დავიწყოთ

1️⃣ დააყენეთ AgentDesk-ი Chrome-ში და შედით Gmail-ის ანგარიშით.
2️⃣ გახსენით „პარამეტრები“ და აირჩიეთ ენა — ქართული, ინგლისური ან რუსული.
3️⃣ ჩაწერეთ კომპანიის სახელი და ატვირთეთ ლოგო (PNG, JPG ან SVG).
4️⃣ დააჭირეთ „შენახვას“.

💡 რჩევა: კომპანიის სახელი და ლოგო გაზიარებულ მასალაზეც გამოჩნდება, ამიტომ პარამეტრები თავიდანვე შეავსეთ.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 როგორ დავაკოპიროთ განცხადება

1️⃣ გახსენით განცხადება myhome.ge-ზე ან ss.ge-ზე. გვერდზე AgentDesk-ის ბარათი გამოჩნდება.
2️⃣ აირჩიეთ MYHOME, SS ან „ორივე“.
3️⃣ თუ ფასის შეცვლა გსურთ, დააჭირეთ „ფასის განახლებას“.

სულ ეს არის. განცხადება ტექსტითა და ფოტოებით შეინახება, ფოტოებზე დატანილი ლოგოები კი ავტომატურად წაიშლება.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 ცხრილი და Telegram

„ინტეგრაციებში“ აირჩიეთ Google Sheets ან Excel და მიეცით წვდომა. ამის მერე ყოველი დაკოპირებული განცხადება ცხრილში თავისით გაჩნდება. Telegram-ის ჯგუფსა თუ არხსაც ასე უკავშირებთ. ხოლო ამის შემდეგ განცხადებას კოლეგებს ერთი კლიკით გაუგზავნით.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 გუნდი და ჯგუფები

„გუნდის“ განყოფილებაში დააჭირეთ „აგენტის დამატებას“, ჩაწერეთ მისი ელფოსტა, აირჩიეთ როლი და გააგზავნეთ მოწვევა. ამის მერე მთელი გუნდი ერთსა და იმავე სიას დაინახავს.

დაფაზე ჩანს, რამდენი განცხადება დაკოპირდა დღეს და ამ კვირაში, რომელ საიტზე და რომელ ქალაქში. განცხადებები ჯგუფებადაც შეგიძლიათ დაალაგოთ - მაგალითად, კლიენტის ან კამპანიის მიხედვით. ერთი განცხადება რამდენიმე ჯგუფში შეიძლება იყოს.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 ტარიფები

🟦 სოლო — 25 GEL თვეში · 1 აგენტი
🟧 სააგენტო — 100 GEL თვეში · 5 აგენტი; ყოველი დამატებითი აგენტი +20 GEL

ორივე ტარიფი 14 დღე უფასოდ შეგიძლიათ სცადოთ. წლიური გადახდისას 17%-ით ნაკლებს იხდით. 50-ზე მეტი აგენტი გყავთ? მოგვწერეთ.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 სამი რჩევა დასაწყისისთვის

1️⃣ გუნდი პირველივე დღეს მოიწვიეთ. საერთო სია მაშინ გამოგადგებათ, როცა ყველა იყენებს.
2️⃣ განცხადებები კლიენტების სახელებით დაალაგეთ - საჭირო განცხადებას წამებში იპოვით.
3️⃣ ორივე საიტი გჭირდებათ? აირჩიეთ „ორივე“ და განცხადებას ორჯერ აღარ დააკოპირებთ.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔹 დასკვნა

AgentDesk თქვენი მუშაობის სტილს არ ცვლის - უბრალოდ ამარტივებს მას. დააყენეთ გაფართოება, დააკოპირეთ ერთი განცხადება და თავად ნახეთ, რამდენ დროს დაზოგავთ.

🚀 დაიწყეთ დღესვე: დააყენეთ AgentDesk Chrome-ში.

← ყველა სტატია

მზად ხარ დასაწყებად?

აირჩიე ტარიფი და დაიწყე დღესვე. გუნდი გაიზარდა? უბრალოდ დაამატე აგენტები.

მოგვწერე